✵ მგელი და ძაღლი ✵ ბოლოს და ბოლოს შევხვდით ერთმანეთს,
სალამი ძაღლო სხვათა მსახურო,
აბა შენ როგორ უნდა გაიგო
ჩემი დარდი და ჩემი საყმუვლო.

ხომ იქნებოდი თავისუფალი,
ჩემებრ სიზმარი რომ დაგასიზმრა,
მე მომხვედრია ტყვია მრავალი,
მაგრ არასდროს წიხლი კაცისა.

ბევრჯერ მიჭერდა ყელზე ხაფანგი
მაგრამ არასდროს ტყავის საბელი.
შენ სხვა ჭუჭყიან ძონძებზე სწევხარ,
თეთრი თოვლია ჩემი საწოლი,


ღვიძლ ძმებს დასდევ და უნგრევ ბუნაგებს
რომ ხვალ ცალი ყბით გითხრან მადლობა.
გახრულ ძვლის ფასად არის ნაყიდი
ეგ ერთგულება და ვაჯკაცობა,


შიშობ დაუფრთხო ძილი პატრონებს,
რა საცოდავად კნავი მურია.
ვერ გიყეფია ერთხელ გემოზე,
ერთხელ გემოზე ვერ გიყმუვლია,

სხვა კი რა არის ჩვენი სიცოცხლე
როცა ძარღვებში სისხლი იხუვლებს.
როცა გახრჩობს და გაწამბს ბოღმა,
ამ ბოღმას თუ ვერ ამოიყმუვლებ,

მშვიდობით ძაღლო ჩემს ნაკბილარებს
როცა დახედავ ისიც გახსოვდეს.
კიდევ მომხვდება ტყვია მრავალჯერ,
წიხლი კაცისა კი არასოდეს


მოკალ რამდენი ცოდვის ჩამდენი
ამ აზრთა ჭიდილს რაღა ვუშველო
უდედოდ დარჩა კრავი რამდენი
ცხვარი რამდენი რაჩა უშვილოდ


აღარ დაგცალდა მეტი რომ გევლო
ერთი ტყვიისთვის რამდენს ბორგავდი
ნუთუ ძაღლობა არ ჯობდა მგელო
ლაქუცით ფეხებს ამილოკავდი


შაგიგინებდი დროჟამ გაჩენილს
და მომაპყრობდი თვალებს ვედრებით
გაგრძელდებოდა სიცოცხლე შენი
და მიიღებდი ლუკმას ყვედრებით


ვიცი მაგ მგლობას შენ არ დაკარგავ
მაიგდებ მსხვერპლს და დაუვლი დავლურს
შენ გულში ვზივარ და ვიცი კარგად
სიკვდილი გიჯობს სიცოცხლეს ძაღლურს


შორს უღრან ტყეში თოფი გავარდა
იქვე დაეცა მგელი ტიალი
კაცის წინ ისე მაგრად დაეცა
გულში ჩაიკლა მგლური ღრიალი


ჭრილობებიდან სისხლი გავარდა
სიკვდილს ებრძოდა გაწამებული
ისე დაეცა ვეღარ გაინძრა
აგრე დალია სული წვალებით


ამ დროს კი ტყეში ერთ მუხის ძირას
ძაღლს უდარდელად თექაზე სძინავს
და სულ არ ესმის მაგ ოხერ ტიალს
მგელი სამსხვერპლოს თავს როგორ სწირავს


ასეა ძმებო წუთისოფელი
ვისთვის რაბედი გადურჩევია
მე ვერ გავუგე ამ მადლიან ღმერთს
ვისთვის რა ბედი აურჩევია


ზოგი ძაღლურად ირჩევს სიცოცხლეს
ზოგს კიდევ მგლობა აურჩევია!!!
  • HagenWolf

    Песня бомба. 🐺 Исполнение как из самого нутра, будто кровь пульсирует. Автор известен или это современный фольклор?

  • Giorgi Makishvili

    მგლებს სიცოცხლე ძაღლებს სიკვდილიი

  • Dato Sesadze

    Tqsti momawodet dzmuead

  • May.3 18

    მოუშვით ნებისმიერი მგელი ჩემს პიტბულთან <3

  • toma tmg

    დებილო ეგ რილიარდია

  • Georgian Wolf

    Tu icit chemo qarteledo zdelat rog eeka sakatveloc ertka mgedis mqekana

  • Guru Guruli

    კაცი უნდა იყოს მგელი და მგელზე უფრო მგელი :)

ახ ცხოვრება შენი დედა ვატირე
დედი სახვალიოდ საგზალ გამიმზადე
"sadac arwivi arwivobs"
Aluda Qetelauri - Zecas Shakheneo Aparekav
Adele - Million Years Ago (Efe Tekin Remix)
Nneka LIVE "Walking" - My Fairy Tales - Tour 2015 @Jam'in'Berlin
SHENMA CISHOREM ON AKORDION.GEORGIAN MELODIES. ARIE DZANASHVILI.2011. TEL-0544-546762..mpg
მგელი
Irma Araviashvili & Mariam Cqvitinidze - afxazi var (Official Video)
Откуда ты такая...♛ (2017)
თბილისური ამქარი / Tbilisuri amqari
samshoblo - giorgi gogolauri & lado dongvani
© 2019 WorldOfTanks — Все о игре Мир Танков обзоры видео, настройки от блогеров Джоба или Амвея 9 15 эволюция в видео. Все материалы размещенные на сайте взяты из свободных источников, принадлежат их владельцам и предоставляются исключительно в ознакомительных целях. Администрация ответственности за содержание материала не несет и убытки не возмещает.